52 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავს - პოლ რადს ხშირად ახასიათებენ, როგორც კეთილ, მშრომელ და მოსიყვარულე პიროვნებას, მაგრამ People-ისგან ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
მსახიობი თავმდაბლობით იღებს ამ კომპლიმენტს და ამბობს, რომ ამ ტიტულის ქონას ბევრი სხვა ადამიანი იმსახურებს.
პოლ რადი 18 წელია დაქორწინებულია ჯული იეგერზე, მასთან 2 შვილი ჰყავს და ყველაზე მეტად მათთან უყვარს დროის გატარება.
"როცა ჩემს თავზე ვფიქრობ, თავს მამად და მეუღლედ აღვიქვამ. თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვატარებ. ეს ყველაფერს მირჩევნია“.
მსახიობმა თავისი ახალი ტიტულის შესახებ, პირველს ჯულის შეატყობინა, რაზეც მის გაკვირვებულ მეუღლეს სიცილის შემდეგ უთქვამს : "სწორი არჩევანი გაუკეთებიათ“.