ავტორი:

"შეწყვიტე შიმშილობა, შენი ჯანმრთელობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ" - ანდრიუს კუბილიუსი სააკაშვილს მიმართავს

"შეწყვიტე შიმშილობა, შენი ჯანმრთელობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ" - ანდრიუს კუბილიუსი სააკაშვილს მიმართავს

"მსურს, მივმართო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობით მან ბევრს მიაღწია, მიაპყრო ყურადღება იმისკენ, რაც ხდება საქართველოში და ჩემი, როგორც მიშა სააკაშვილისა და საქართველოს მეგობრის, სურვილი და თხოვნა ძალიან მარტივია: შეწყვიტოს შიმშილობა," - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა პროექტ "სასაზღვრო ზონას“ მიერ ორგანიზებულ ვებინარზე საუბრისას განაცხადა, რომლის თემა იყო: "საქართველოს შიდა გამოწვევები: გავლენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე და დასავლურ ინტეგრაციაზე“.

ევროპარლამენტარის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

"იცით, როგორც ექცევა მმართველი პარტია სააკაშვილს, რაც ძალიან ცუდი და სამწუხაროა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რამდენს მიაღწია სააკაშვილმა იმისთვის, რომ საქართველო იმ დროს და ბოლო დრომდე ყოფილიყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროინტეგრაციის სურვილში. არ ვიცი, რა დაარწმუნებს მმართველ პარტიას იმაში, რომ შეიცვალოს დამოკიდებულება. მაგრამ მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივმართო პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობით მან ბევრს მიაღწია, მიაპყრო ყურადღება იმისკენ, რაც ხდება საქართველოში და ჩემი, როგორც მიშა სააკაშვილისა და საქართველოს მეგობრის, სურვილი და თხოვნა ძალიან მარტივია: შეწყვიტე შიმშილობა, შენი ჯანმრთელობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. ეს იქნება ჩემი პირველი გზავნილი,“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.