დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, ბრალდებულის სტატუსით დაესწრო. ის სასამართლო დარბაზიდან გამოაძევეს, თუმცა მანამდე უგულავასა და პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
პროკურორმა უგულავას უთხრა, რომ დაიცვას წესები.
პროკურორი: "შეურაცხყოფას ნუ გვაყენებ, ელემენტარული წესები დაიცავით“
გიგი უგულავა: "ჩემო კარგო, თქვენ თმენის ვალდებულება გაქვთ."
პროკურორი: "სასამართლო დარბაზში შნირი რომ უწოდო პროკურორს, ამის თმენის ვალდებულება არ არსებობს,“
გიგი უგულავა: "მაშინ გაშალე ხელები, ჩემო კარგო.“
პროკურორი: "მოქცევა არ იცით სასამართლოზე.“
გიგი უგულავა: "ოჰ, კაი ერთი, მოქცევაზე შენ მელაპარაკები.“