დღეს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას დაბადების დღეა. ის 1946 წლის 11 ნოემბერს დაიბადა. ალასანია არის ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე, თურქოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მას დაბადების დღეს ქვეყნის ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ასე ულოცავს:
"ხვალ ჩემი დედამთილის, გიული ალასანიას დაბადების დღეა. მეტირება, როდესაც ვფიქრობ მის განცდებზე: ერთადერთი შვილი უდანაშაულოდ ზის ციხეში და ელემენტარული უფლებებისთვის იბრძვის: სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება! ხვალ ასევე ჩვენი ოჯახის დიდი მეგობრის, გელა ჩარკვიანის დაკრძალვაზე მისვლას აპირებს, რაც ასევე უმძიმეს გულისტკივილს წარმოადგენს. გიული უძლიერესი ქალია და ძალიან ბევრი რამ ძალიან ღირსეულად გადაიტანა.
ამ ბოლო დროს ის მე მაწყნარებს, როცა მიჭირს: შენც ჩემი შვილი ხარ, სანდრა, გაძლიერდი! გილოცავ გიული, სულით და გულით! მიშას გადაყვანა მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში შენი დაბადების დღის საჩუქარი ყოფილიყოს!", - დაწერა სანდრა რულოვსმა "ფეისბუქ გვერდზე".