ავტორი:

12 ნოემბრიდან დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - როდემდე გაგრძელდება დარიანი ამინდები

12 ნოემბრიდან დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - როდემდე გაგრძელდება დარიანი ამინდები

11 ნოემბერს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი.

12 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს +10, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 13-15 ნოემბერს +17, +22 გრადუსამდე დათბება.

11-12 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება. 16 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 11-12 ნოემბერს (ძირითადად ღამისა და დილის საათებში) შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +11 გრადუსი იქნება, შემდგომში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.