ავტორი:

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ამერიკის საელჩოს შენობასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები, წარწერით: “დაგვეხმარეთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში”, “თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს”, “სიცოცხლე მიხეილ სააკაშვილს” ჰქონდათ მიტანილი. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროფესორმა ვილი პაჭკორიამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს თხოვნით მიმართა და განაცხადა, რომ “სანამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, პრობლემის მოგვარებაში აქტიურად უნდა ჩაერთოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონგრესმენები, აშშ-ის ადამიანთა უფლებების დაცვის ცენტრი და ამერიკის სამედიცინო საზოგადოება”.

“საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 42-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს საპყრობილეში. პატივს ვცემთ მის ბრძოლას სამართლიანობისთვის, მაგრამ ყოვლად შემაშფოთებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად პასუხობს შიმშილს, ბევრი რამ დამოკიდებულია ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. მეტაბოლიზმის დარღვევა იწვევს მთელი რიგი სასიცოცხლო ორგანოების მოშლას, მოგვიანებით შესაძლებელია განვითარდეს იშემიური მოვლენები და პოლიორგანული უკმარისობა. ერთდროულად რამდენიმე ორგანოს ფუნქციის დარღვევის და ორგანული ცვლილებების ჩამოყალიბების შემთხვევაში ჩნდება რისკი შეუქცევადი პროცესების განვითარებისა, რომლის სრულფასოვანი მართვაც საქართველოს პირობებში შესაბამისი პრაქტიკის ადამიანური, მატერიალური და ტექნიკური რესურსების სიმწირის გამო შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი გადაყვანილი იქნა ციხის ამბულატორიის ტიპის დაწესებულებაში, რომელიც არ აკმაყოფილებს კლინიკისათვის საჭირო არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო კრიტერიუმებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან აშკარად ირღვევა პაციენტის უფლებები, რეალური საფრთხე ექმნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს და მის ფიზიკურ უსაფრთხოებას, ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება აქტიურად ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონგრესმენები, აშშ-ის ადამიანთა უფლებების დაცვის ცენტრი, ამერიკის სამედიცინო საზოგადოება”, - განაცხადა მიმართვისას საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ვილი პაჭკორიამ