ავტორი:

სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ე.წ. ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრები გაავრცელა (ვიდეო)

სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ე.წ. ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრები გაავრცელა (ვიდეო)

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ბრიფინგისას გაავრცელეს მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის კადრები. რომელშიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი ძალის გამოყენებით შეჰყავთ დაწესებულებაში.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთანავე, როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძებმ ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა სამედიცინო ტექნიკა.

"ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს. ამ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს როგორც ინსპექტორი, ასევე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია“, - განაცხადა ბრეგაძემ.