ავტორი:

"ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებასთან გადაყვანის შემთხვევაში ადგილი არ ექნება არავითარ პროვოკაციას" - ხატია დეკანოიძე

"ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებასთან გადაყვანის შემთხვევაში ადგილი არ ექნება არავითარ პროვოკაციას" - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური ლიდერები ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებასთან გადაყვანის შემთხვევაში ადგილი არ ექნება არავითარ პროვოკაციას, არავითარ აქციას - პირიქით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, გადარჩეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე," - აღნიშნული განცხადება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეკანოიძემ და თინა ბოკუჩავამ კახა კუჭავას პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება გადასცეს.

"უკანასკნელ პერიოდში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის, წამების ფაქტების ფონზე, ასევე ჩვენი მოთხოვნის ფონზე, აუცილებელია მისი სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა, რაც ხაზგასმულია განცხადებაში. ამავე დროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ იმ შეთხვევაში, როდესაც დააკმაყოფილებენ საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ ყველა მუხლს, მათ შორის მუხლს, რისკენაც მათ სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო ჰოსპიტალში უნდა გადაიყვანონ. სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის გლდანის საპატიმროს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც მან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტა ადგილობრივ მედპერსონალთან“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.