ვაჟა-ფშაველას გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში და აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო დახმარება.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი ღლონტმა განმარტა, ეს არის მათ მიერ დაანონსებული პოლიტიკური აქტივობების ნაწილი, რომელიც მიზნის მიღწევამდე არ დასრულდება.
"ჩვენ გითხარით, რომ ეს იქნება უწყვეტი პროცესი და ხედავთ, რომ ყოველდღიურად გვაქვს პოლიტიკური აქტივობები. უერთდება მას უფრო მეტი და მეტი მოქალაქე“, - განაცხადა ირაკლი ღლონტმა.