ავტორი:

"სტრასბურგში სააკაშვილის წინააღმდეგ ძალის გადამეტების კადრები გაგზავნილი იქნებოდა, მაინც ვნახავდით და მათი ჭკუით, წინმსწრები ნაბიჯი გადადგეს" - რომან გოცირიძე

"სტრასბურგში სააკაშვილის წინააღმდეგ ძალის გადამეტების კადრები გაგზავნილი იქნებოდა, მაინც ვნახავდით და მათი ჭკუით, წინმსწრები ნაბიჯი გადადგეს" - რომან გოცირიძე

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო 24 ნოემბრამდე იძულებული გახდა კადრები გაესაჯაროვებინა წინმსწრებად, რადგან საზოგადოება ამას მაინც ნახავდა" - ამის შესახებ რომან გოცირიძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

"სტრასბურგის სასამართლოში შავით თეთრზე წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი მაღალი ხარისხის კლინიკაში და არა ორღობის კლინიკაში, რომელიც ვნახეთ. რაც მთავარია, წერია, რომ 24 რიცხვამდე მონიტორინგი დაწესდა. იძულებული იქნება ხელისუფლება ყველაფერი გამოამზეუროს, ამიტომაც გახდა ამ კადრების ჩვენება მათი მხრიდან წინმსწრები ნაბიჯი. სტრასბურგში 24-ში მისი ძალის გადამეტების კადრები გაგზავნილი იქნებოდა, მაინც ვნახავდით და მათი ჭკუით წინმსწრები ნაბიჯი გადადგეს. თუმცა, მათი ამ ნაბიჯით კიდევ უფრო აღაშფოთეს ხალხი და გამოავლინეს თავიანთი ბოროტი და ძალადობრივი ბუნება,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანსზემოთ შიშველია.