პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ახალ კადრებს ასაჯაროებს:
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
"არ გადმოვალ ჩემი ნებით, თქვენ ხართ დიქტატორის მსახურები ჩვეულებრივი, შენ ხარ პუტინის მონა, რას ნიშნავს დავმშვიდდე? პუტინის ბრძანებას ასრულებთ, არ დავმშვიდდები. თქვენ ხართ ლეკვი ივანიშვილის, რა უნდა დავმშვიდდე, წამიყვანეთ ახლავე უკან რუსთავის ციხეში. კარგად მომისმინეთ, ჩემი ფეხით არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამ, ვერც ერთ მავთულს ვერ მიმიერთებთ ჩემი ნებით, ვერც ერთ სამედიცინო პროცედურას თქვენ ვერ ჩამიტარებთ ჩემი ნებით. თქვენ ახლა ასრულებთ პუტინის ბრძანებას, თქვენ ხართ ნაძირალები, უკანასკნელი ნაძირალები", - მიმართავს მიხეილ სააკაშვილი იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ნახეთ ვიდეო: