ავტორი:

"კადრებში არ იყო თმებით თრევა, მუშტი-კრივი - როცა პატიმარი წინააღმდეგობას სწევს, ამ მეთოდით შეყვანა დასაშვებია" - გია ვოლსკი

"კადრებში არ იყო თმებით თრევა, მუშტი-კრივი - როცა პატიმარი წინააღმდეგობას სწევს, ამ მეთოდით შეყვანა დასაშვებია" - გია ვოლსკი

ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანის თაობაზე მოატყუეს - არავინ იცის, რა გარემოება იყო, შეიძლება დათანხმდა და შემდეგ სწორედ ეს გაითამაშა, რაც მისგან სავსებით მოსალოდნელია , - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

როგორც მან ამ კონტექსტში აღნიშნა, პენიტენციურ დაწესებულებას შეუძლია თავად გადაწყვიტოს, სად განათავსოს პატიმარი.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ კადრები აუცილებლად უნდა გასაჯაროებულიყო, რადგან საზოგადოებამ იცოდეს, რა მოხდა რეალურად.

“იქ არ იყო თმებით თრევა, არ იყო მუშტი - კრივი და არ იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც იმ ციხეებში, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილი განაგებდა ჩვეულებრივი ამბავი იყო.

როდესაც პატიმარი წინააღმდეგობას სწევს, იქნება ეს სააკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა, მისი ამ მეთოდით შეყვანა დასაშვებია, თუმცა სასიამოვნო საყურებელი ნამდვილად არ არის. ეს არის მოცემულობა, რასაც თავისი სამართლებრივი ნაწილი გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.