ავტორი:

"კადრები უმძიმესად აზიანებს ხელისუფლებას... უნდათ, რომ გამოიწვიონ სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა" - მიხეილ სააკაშვილი

"კადრები უმძიმესად აზიანებს ხელისუფლებას... უნდათ, რომ გამოიწვიონ სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა" - მიხეილ სააკაშვილი

დღეს გავრცელებული კადრები, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას - ამიტომ თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები, თუმცა ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს - მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც ჟურნალისტებს მისმა უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ გლდანის 18-ე დაწესებულებიდან გამოსვლისას გააცნო.

როგორც სააკაშვილი წერს, მისი შიმშილობა რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი ხდება.

"მივმართავ ყველა ქართველს, ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველი დღიდან დღემდე მიზანმიმართული და დაგეგმილი მკვლელობის ოპერაციაა - დამკვეთი ერთადერთია, ვლადიმერ პუტინი.

დღეს გავრცელებული კადრები, რომლებიც კარგად ასახავს, ვინ არის გამარჯვებული და ვინ ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას, ამიტომ თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები, თუმცა ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს - მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია მათ მიერ საზღვართან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალების "საფარ ქვეშ".

შესაბამისად, მე როგორც ამ ქვეყნის თავგადაკლული პატრიოტი, დამფუძნებელი თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოსი არ მაქვს უფლება არ შევეწინააღმდეგო ამ კატასტროფიული სცენარის განვითარებას. ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი, ოღონდ არა ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.