სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
პერფორმანსის ფარგლებში, პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სუს-ის შესასვლელი ავტომანქანით ჩაკეტა, რომელშიც თავადვე იმყოფებოდა.
სამართალდამცველებმა მას თავდაპირველად მოუწოდეს, რომ უწყების შესასვლელი გაეთავისუფლებინა, თუმცა უარის მიღების შემდეგ, ადგილზე ევაკუატორი მიიყვანეს და ჯაფარიძის ავტომობილი სხვა ტერიტორიაზე სწორედ ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანეს.
ზურაბ ჯაფარიძე მანქანის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის პროცესში ავტომობილში იმყოფებოდა.
ევაკუატორზე მყოფი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტებს აქვეყნებს:
"მუზეუმში მდებენ ექსპონატად"
"ისთ ფოინთთან ვარ და არის შანსი დამადეპორტონ?"
"რამხელა ყოფილა თბილისი"
"აზრზე არ ვარ სად მივყავარ, მაგრამ აქ პირველად ვარ მგონი" - წერს ჯაფარიძე.