ავტორი:

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს პარლამენტში ელენე ხოშტარია მოინახულა

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს პარლამენტში ელენე ხოშტარია მოინახულა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს პარლამენტში ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მივიდა, რომელიც უკვე მე-10 დღეა მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, ესწრება ასევე "დროას" წევრი ბათუ ქუთელიაც. შეხვედრის შემდეგ სავარაუდოდ, ანა ფოტიგა მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

მანამდე ევროპარლამენტარი შეხვდა ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს.

ანა ფოტიგა თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. ის გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 43 დღეა შიმშილობს.