ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სადღეგრძელო და ზელენსკისთან შეხვედრის დეტალები - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დმიტრი გორდონთან ინტერვიუში

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სადღეგრძელო და ზელენსკისთან შეხვედრის დეტალები - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დმიტრი გორდონთან ინტერვიუში

მომღერალი ბუბა კიკაბიძე, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიის პირველი ნომერია, ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ საუბრობს. კიკაბიძე ზელენსკის 11 ნოემბერს, კიევში შეხვდა.

“ზელენსკიმ მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და რომ ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს თავისი მოქალაქე. მე დიდი ხანია ვიცნობ ზელენსკის და ეს ორი მეგობრის საუბარი იყო.

მე მას ვუთხარი, თუ მოგწონს ბრძოლა წესების გარეშე, ჩამოდი საქართველოში. წაგიყვან სოფლებსა და ქალაქებში და გაჩვენებ, სად სცემენ იმ ხალხს, ვისაც ევროპაში უნდა, ვინც ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებულად ფიქრობს. რამდენიმე ადამიანი თვალის გარეშე დარჩა. გასული წლის 21 ივლისს პოლიციამ პირდაპირ სახეში ესროლა ადამიანებს. როგორ სცემეს ჟურნალისტებს ივლისში... დიდხანს ვილაპარაკეთ.

ვუთხარი, რომ საგანგებოდ ჩამოვფრინდი, რათა გთხოვოთ, როგორმე დაეხმაროთ თქვენს მოქალაქეს, რადგანაც ჩნდება განცდა, რომ მათ არ სურთ სააკაშვილი ციხიდან ცოცხალი გამოვიდეს", - ამბობს კიკაბიძე.

  • მანვე ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე და გავრცელებულ ვიდეოკადრებზე და აღნიშნა, რომ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაშინ როცა უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

"მე მიყვარს ის (მიხეილ სააკაშვილი), მიყვარს მისი ოჯახი. თქვენს მოსვლამდე დედამისს ვესაუბრებოდი“, - ამბობს ბუბა კიკაბიძე.

ინტერვიუს ბოლოს მან და გორდონმა მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოც თქვეს:

"მინდა, თქვენი სადღეგრძელო დავლიო და ასევე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სადღეგრძელო", - აღნიშნა გორდონმა.

წყარო

ნახეთ ვიდეო: