ავტორი:

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.

ცნობისთვის, მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგში მამაკაცი ჩავარდა, რის გამოც, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო. დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.