შიმშილობას რომ აცხადებს და ხაშლამას და მწვადს არ ჭამს, გასაგებია. რაც შეეხება სააკაშვილის 30- დღიანი პატიმრობის გამოცდილებას, ის იკვებებოდა ამ დროის განმავლობაში, ეს არის მისი „შიმშილობის“ ისტორია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, შიმშილობს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს.
"ახლა, ელენე ხოშტარია არის პარლამენტში და რეალურად შიმშილობს, სააკაშვილისგან განსხვავებით. ამიტომ, ზღვარი ამ ორ რამეს შორის უნდა გაივლოს. მათ უნდათ სააკაშვილის ციხიდან გაყვანა. ახლა ამბობს, რომ შიმშილობის შემდეგ დასჭირდება სერიოზული მკურნალობა და ამიტომ უნდა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, რა სერიოზული მკურნალობა სჭირდება შიმშილობის მერე? - აქედან გამომდინარე, გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის საბაბი“, - განაცხადა კობახიძემ.