ავტორი:

როგორია ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელიც გუშინ მეტრო "დიდუბის" ლიანდაგში ჩავარდა

როგორია ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელიც გუშინ მეტრო "დიდუბის" ლიანდაგში ჩავარდა

კრიტიკულად მძიმეა ახალგაზრდა ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გუშინ მეტროსადგურ "დიდუბის" ლიანდაგში ჩავარდა.

ახალგაზრდა ბიჭი კლინიკა "ჰელსიკორში“ გადის მკურნალობას. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნავენ, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ცნობისთვის, გუშინ, მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგში ახალგაზრდა ბიჭი ჩავარდა, რის გამოც, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო.