საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასტუმრო „რედისონთან“ გამოჩნდა, სადაც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავდა.
გიორგი კვირიკაშვილს ჟურნალისტებმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კადრებზე ჰკითხეს, რაზეც ყოფილმა პრემიერმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
„არ ვაკეთებ პოლიტიკურ კომენტარებს“, - განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას „რედისონში“ პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი შეხვდნენ.