სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის შემდეგ სულ ბელადების ეპოქაში ვცხოვრობთ, სულ ბელადებს ვეძებთ - შუაზე ვართ გაყოფილი. ნაწილი მიშას იდეას „აწვება“, ნაწილი - ბიძინას. გამოსავალია აზრზე მოსვლა“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ეთანხმება თუ არა თანაპარტიელს ვახტანგ მეგრელიშვილს, რომ ქვეყანაში ბელადომანიაა.
როგორც იაგო ხვიჩიამ განმარტა, ქვეყანაში ნორმალური იდეების გენერირება შეჩერებულია.
„სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის შემდეგ სულ ბელადების ეპოქაში ვცხოვრობთ, სულ ბელადებს ვეძებთ, ფაშას, როგორც ირაკლი ჩარკვიანი ამბობდა.
ჩემი აზრით, გამოსავალია აზრზე მოსვლა, მიშას და ბიძინას იდეის ნაცვლად სხვა ნაციონალური იდეის ჩამოყალიბება, რომლის აღსასრულებლადაც ყველა ჩვენგანი იბრძოლებს. ახლა შუაზე ვართ გაყოფილი. ნაწილი მიშას იდეას „აწვება“, ნაწილი ბიძინას იდეას. არის ხალხი ვისაც არცერთი გვაინტერესებს და ფაქტობრივად, იმის გამო, რომ მათ მხარდამჭერებს იდეები ჰგონიათ, ქვეყანაში ნორმალური იდეების გენერირება შეჩერებულია“, - აღნიშნავს იაგო ხვიჩია.