ავტორი:

"შენ ხარ მაგალითი! შენ ხარ საქართველოს ეროვნული გმირი" - გიორგი ბარამიძე მიხეილ სააკაშვილს

"შენ ხარ მაგალითი! შენ ხარ საქართველოს ეროვნული გმირი" - გიორგი ბარამიძე მიხეილ სააკაშვილს

შენ ხარ საქართველოს ეროვნული გმირი- პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, როგორია გმირი, რომლმაც თავი დადო საკუთარი ქვეყნისთვის, - ასე მიმართა პატიმარ მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილზე „ჩვენი შვილები და შვილთაშვილები გაიგებენ არა ზღაპრებს, არამედ გმირობის ისტორიებს“.

"მიშა, მადლობა მინდა გითხრა კიდევ ერთხელ, რომ ამ ჯურღმულში, 4 კედელში გამოკეტილი გვაჩვენებ ვაჟკაცობის, თავდადების, კაცობის და სამშობლოსთვის თავგანწირვის მაგალითს!

შენ ხარ მაგალითი! შენ ხარ საქართველოს ეროვნული გმირი, რომელზედაც ჩვენი შვილები და შვილთაშვილები გაიგებენ არა ზღაპრებს, არამედ გმირობის ისტორიებს. პირდაპირ ეთერში ვუყურებთ ჩვენ, როგორ იქცევა გმირი, როგორ იბრძვის და როგორია გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი ქვეყნისთვის“,- აღნიშნავს ბარამიძე.