ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის წამებით გადაუარეთ ყველას და ყველაფერს" - ბესიკ ხარანაული ექსპრეზიდენტთან დაკავშირებულ მოვლენებზე

"მიხეილ სააკაშვილის წამებით გადაუარეთ ყველას და ყველაფერს" - ბესიკ ხარანაული ექსპრეზიდენტთან დაკავშირებულ მოვლენებზე

პოეტი ბესიკ ხარანაული საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ხარანაული სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს და წერს, რომ "სააკაშვილის წამებით ყველას და ყველაფერს გადაუარეს.

"ვინცა ხართ:

მიხეილ სააკაშვილის წამებით გადაუარეთ ყველას და ყველაფერს!

ნეტა რაზე დგახართ?!" - წერს ბესიკ ხარანაული.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ შეჰყავთ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ.

სააკაშვილი საქართველოში შემოსვლის შემდეგ, პირველ ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მას შემდეგ შიმშილობს. ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, ამავეს ითხოვენ მისი ექიმი და მხარდამჭერები, თუმცა მოთხოვნას არ უკმაყოფილებენ.