ავტორი:

ტორესა მოსი გაათავისუფლეს

ტორესა მოსი გაათავისუფლეს

თელავის რაიონულ სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ დაკავებული მწერლისა და "გირჩი - მეტი თავისუფლებას" წევრი, ვახტანგ მოსიაშვილის (ტორესა მოსი) სასამართლო პროცესი გაიმართა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ დაკავებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა.

ხოლო,საქმის მოცულობიდან გამომდინარე განხილვა 19 ნოემბრისთვის გადადო.

პროცესზე ტორესა მოსიმ განაცხადა, რომ მისი ქმედება პოლიტიკური პერფორმანსი იყო და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

სასამართლოს ეზოში დაკავებულის მეგობრები და ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები. პროცესის დაწყებამდე მათ აქცია- პერფორმანსი მოაწყვეს და შენობის კიბეზე გალია დადგეს, რომელშიც მისი ავტორობით დაწერილი წიგნები მოათავსეს. ამ ფორმით მათ გააპროტესტეს ტორესა მოსის დაკავება.

ცნობისთვის მწერალი, სამართალდამცავებმა ორი დღის წინ იმ დროს დააკავეს, როცა ის სუს-ის ადმინისტრაციის შენობასთან საკუთარი ავტომობილით მივიდა და შესასვლელის ბლოკირება სცადა. მას სამართალდამცავი უწყება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.