ავტორი:

"გამოყრიან თქვენს ცოლებს საზღვარგარეთიდან, მონებად რომ მუშაობენ... ცოტა ხანში ტყვეთა ყიდვა აღდგება, ერთმანეთს ბავშვებს მოვპარავთ და გავყიდით" - გუბაზ სანიკიძე

"გამოყრიან თქვენს ცოლებს საზღვარგარეთიდან, მონებად რომ მუშაობენ... ცოტა ხანში ტყვეთა ყიდვა აღდგება, ერთმანეთს ბავშვებს მოვპარავთ და გავყიდით" - გუბაზ სანიკიძე

"გამოყრიან თქვენს ცოლებს მალე საზღვარგარეთიდან ლუკმა-პურის საშოვნელად მონებად რომ მუშაობენ", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ "ტვ პირველის" ეთერში მიხეილ სააკაშვილზე და მასთან დაკავშირებით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. სანიკიძემ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.

"მოქალაქეები, რომლებიც ამ მკვლელობის ქრონიკას უყურებენ და მოსწონთ, ავად არიან, ვისაც ახლა მოგწონთ, რომ სააკაშავილს აწამებენ, მანიაკები ხართ, თქვენ, უბედურებო. ჯერ ადამიანის წამება რომ მოგწონთ და მერე სააკაშვილის. გადაამოწმეთ თქვენი თავი, დამთავრებულია თქვენი ამბავი. ვინც ცოტა აღშფოთებულია, იქნებ გადაირჩინოთ თავი.

ახლა რაც შეეხება მას, ვისაც არ მოსწონს და მაინც ტელევიზორთან ზის - თანამონაწილეები ხართ ყველა. 30 წელია საკუთარი ქვეყნის დანგრევას სეირად უყურებთ და ახლა მესამე პრეზიდენტის სიკვდილს. ძვირად დაგიჯდებათ ტელევიზორებთან ჯდომა. მალე ტელევიზორებთან ვეღარ დაჯდებით იმ მიზეზით, რომ დენი წავა, დავუბრუნდებით 90-იან წლებს.

  • ევროკავშირის ქვეყნებში გაგვიუქმებენ ვიზებს, ძვირფასო ემიგრაცია გამოგყრიან აქ. მერე მოგიწევთ ირანის ქალაქებში, ისპაჰანში, შირაზში სამუშაოდ სიარული. ერთადერთი კაცი ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს, არის მიხეილ სააკაშვილი. არ იქნება სააკაშვილი და კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ლეკიანობაში. ქალამნებით ივლით და გეყოლებათ ბიძინა. ბრძანდებოდეთ სახლებში და უყურეთ სეირს, როგორ კვდება კაცი ციხეში. სოციალურ ქსელებში ხომ ხართ ლომები?! მობრძანდით იქ, თორემ ბნელში გაცხოვრებთ ბიძინა. ან კოვიდი მოგიღებთ ბოლოს, ან ბიძინა.

ჩამოვიდა კაცი თავი აქვს გადადებული. რა ამბავში იყავით, ჩამოვიდეს თუ მაგარია. ჩამოვიდა და აჰა, სადა ხართ?! დაელოდეთ, გამრუდებულ სიკვდილს, ასი წლის მერე, გაჯანჯლებულს, რომ ვეღარ გაარჩევთ სიკვდილია თუ სიცოცხლე. მოგიწევთ საბურავების ცეცხლზე გათბობა, როგორც იყო 90-იან წლებში ზვიადის სიკვდილის მერე. მოკლავთ გმირებს და მერე წმინდანებთან აცხადებთ.

ღმერთმა დაიფაროს მიხეილ სააკაშვილი, საქართველო და მისი ოჯახი, თორემ გასვენებაში ერთმანეთს ვერ მიასწრებთ. დაანთებენ სანთლებს და გადმოუშვებენ კურცხლებს, გამოდით ქუჩაში და დაიცავით თქვენი მომავალი.

  • ისე არ აღმოჩნდეს, რომ ბიძინა აღმოჩნდეს მართალი და სააკაშვილი მტყუანი ქართველებთან დაკავშირებით. სააკაშვილი გთვლით როგორც ერს და ბიძინა გთვლით როგორც მოსახლეობას. იყავით სახლში გვერდი შეიცვალეთ... ეს წამოწოლილი ქართველი პატრიოტები.

გამოყრიან თქვენ ცოლებს მალე საზღვარგარეთიდან ლუკმა-პურის საშოვნელად მონებად რომ მუშაობენ.

საქართველოში მე-11 არმიაა შემოსული და სერგო ორჯონიკიძე ზის აქ. ლუკმა-პური არ გვაქვს და შვედურ მაგიდას ვარჩევთ. ხომ არ მოგწონთ ეს პოლიტიკოსები, გამოდით ქუჩაში, დათქმულია აქციები, ადგილები, ღმერთსაც დაენახეთ, ხალხსაც, მტერსაც და მოყვარესაც. ვერ მიაღწევთ ვერაფერს ცალკ-ცალკე, მინდვრის თაგვებივით ვიცხოვრებთ. მოგვიღებს ბიძინა ივანიშვილი ბოლოს.

ახლა ხორბალზე გაგიზრდიან ფასს და სულს ამოგვხდიან, ცოტა ხანში ტყვეთა ყიდვა აღდგება საქართველოში, ერთმანეთს ბავშვებს მოვპარავთ და გავყიდით ბაზარი თუ გამოჩნდა სადმე, ბაზარი", - ამბობს გუბაზ სანიკიძე.