ავტორი:

გიორგი ბარამიძე შიმშილობას აცხადებს

გიორგი ბარამიძე შიმშილობას აცხადებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე შიმშილობას იწყებს.

ბარამიძის ცნობით, ის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იშიმშილებს. მისივე თქმით, მისი მოთხოვნა პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნის იდენტურია.

"ჩემმა მეგობარმა პარლამენტის წევრებმა, (პარლამენტის შენობაში) პრეზიდენტ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა გამოაცხადეს.

უკვე მე-12 დღეა ამავე მოთხოვნით, შიმშილობს ელენე ხოშტარია.

ამ მომენტიდან, მეც ასევე, იგივე მოთხოვნით, ვაცხადებ შიმშილობას.

რადგან არ გახლავართ პარლამენტის წევრი, ამის გამო, მათ პარლამენტის შენობაში ვერ შევუერთდები, ამიტომ (მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის) ამ პროცესს ენმ ცენტრალურ ოფისში განვახორციელებ", -წერს ბარამიძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო, პარლამენტის წევრები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. შიმშილობა გამოაცხადეს დეპუტატებმა:დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი.