ავტორი:

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" წევრს იმედა კლდიაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" წევრს იმედა კლდიაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

"გირჩი - მეტი თავისუფლებას" წევრს, იმედა კლდიაშვილს პატიმრობა შეეფარდა.საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იზოლატორში შვიდ დღეს გაატარებს. ის ამავდროულად, შიმშილობას აგრძელებს.

ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლის გადაწყვეტილება განპირობებული იყო, იმ ფაქტით, რომ კლდიაშვილს კანონდარღვევა ერთხელ უკვე ჰქონდა ჩადენილი.

ადვოკატი სასჯელს არასამართლიანად აფასებს.

კლდიაშვილის თანაგუნდელები მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებენ.