ავტორი:

"ფოტიგა ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსთვის... რა გასაკვირია, რომ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან, არ შემოუშვეს" - მიხეილ სააკაშვილი

"ფოტიგა ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსთვის... რა გასაკვირია, რომ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან, არ შემოუშვეს" - მიხეილ სააკაშვილი

ფოტიგა ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსთვის და პუტინის წინააღმდეგია - რა გასაკვირია, რომ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან, არ შემოუშვეს

"ფოტიგა უკეთილშობილესი და უმაგრესი ადამიანია, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსთვის და პუტინის წინააღმდეგია - რა გასაკვირია, რომ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან, არ შემოუშვეს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მისამართით წერს.

სააკაშვილი მადლობას უხდის ევროპარლამენტის დეპუტატს სოლიდარობისთვის.

“სექტემბერში, ბოლო შეხვედრის დროს, სტრასბურგში, ანა ფოტიგამ მკითხა, ხომ არ ვფიქრობდი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, წამების მსხვერპლი ვიქნებოდი. მე ვუპასუხე, რომ არ ვფიქრობდი.

ანა ფოტიგა იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, როცა ლეხ კაჩინსკი ჩამოვიდა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საქართველოს გადასარჩენად. ფოტიგა უკეთილშობილესი და უმაგრესი ადამიანია, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსთვის და პუტინის წინააღმდეგია. რა გასაკვირია, რომ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან, არ შემოუშვეს.

დიდი მადლობა, ანა, ადამიანობისთვის და სოლიდარობისთვის. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვინც გუშინ არ შემოგიშვათ, მალე არცერთი აღარ იქნება სახელისუფლებო ბერკეტებთან სიახლოვეში და თქვენ დაგხვდებათ საქართველო ძველებური სტუმართმოყვარეობით და მადლიერებით”,- წერია განცხადებაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვრცელდება.

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ გუშინ მიხეილ სააკაშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მას ექსპრეზიდენტის ნახვის შესაძლებლობა არ მიეცა.

"ბატონო მიხეილ, გაძლიერდით ჩვენ თქვენ გვერდით ვართ”, - განაცხადა ფოტიგამ.