ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი მზად არის ამჟამად მოქმედ კონსილიუმს შეხვდეს, მკაფიო დათქმით... " - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილი მზად არის ამჟამად მოქმედ კონსილიუმს შეხვდეს, მკაფიო დათქმით... " - ადვოკატი

"ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ექიმების ვიზიტს ეწინააღმდეგებოდა, გახლავთ დეზინფორმაცია,"- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ამჟამად მოქმედი კონსილიუმის წევრების ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან უნდა მოხდეს შეფერხების და ხელოვნური ბარეიერების გარეშე და ახლა სწორედ კონსილიუმის წევრებს ელოდებიან.

"მიხეილ სააკაშვილი ცხადია, ითხოვს პარიტეტული კონსილიუმის დაუყოვნებლივ ფორმირებას და რაც შეიძლება სწრაფად შესვლას ციხეში, თუმცა ის არც ერთი წუთით არ ეწინააღმდეგება ამჟამად არსებული კონსილიუმის ვიზიტს, მზად არის შეხვდეს, როგორც მთლიანი კონსილიუმის შემადგენლობას, ასევე მათ ინდივიდუალურად.

ასევე, ვფიქრობთ და მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ამჟამად მოქმედი კონსილიუმის ვიზიტი, ვიდრე, პარტნიორი კონსილიუმი შეიქმნება, უნდა განხორციელდეს შეფერხებისა და ყოველგვარი ხელოვნური ბარიერების გარეშე, ისე, რომ ექიმებს, ადამიანებს, რომელთაც ევალებათ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა დ ჯანმრთელობის დაცვა, ჰქონდეთ საშუალება საკუთარი შეხედულებისამებრ, საჭიროებისამებრ, მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი და მისი სამედიცინო შემოწმება მოახერხონ. ვფიქრობ, ყველა კითხვას რა დამოკიდებულება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს ამჟამად მოქმედ კონსილიუმთან არის უკვე პასუხგაცემული“, - აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ითხოვს ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას.

"მიხეილ სააკაშვილი მზად არის ამჟამად მოქმედ კონსილიუმს შეხვდეს, ცხადია, იმ მკაფიო დათქმით, რომ ითხოვს ძალიან სწრაფად პარიტეტულ საწყისებზე, ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას“, - განაცხადა ადვოკატმა.

როგორც შოთა თუთბერიძემ განაცხადა, კონსილიუმს უკვე ელოდებიან.

"ჩვენ უკვე ველოდებით კონსილიუმს, ნებისმიერ დროს შეიძლება კონსილიუმის წევრები აქ მოვიდნენ და შეხვდნენ პრეზიდენტს“, - განაცხადა ადვოკატმა.