კომპანია „კატლეია“ ახალ ფილიალს ხსნის. თბილისში, რომის ქუჩის N3-ში სულ მალე მოეწყობა საგამოფენო დარბაზი, სადაც მომხმარებელს იშვიათი მცენარეების დათვალიერება და შერჩევა შეეძლებათ.
„კატლეიამ“ ფუნქციონირება 2020 წლის მაისიდან დაიწყო. მართალია, კომპანიის ნიშა მომხმარებლებისთვის იშვიათი და რთულად საშოვნი მცენარეების შეთავაზებაა, თუმცა აქ პოპულარულ მცენარეებსაც აღმოაჩენთ. გარდა ამისა, კომპანიაში სხვა საინტერესო სერვისების მიღებასაც შეძლებთ.
„კატლეიას“ მებაღეებთან უშუალო კონტაქტი აქვს. კომპანიის წარმომადგენელი ჰოლანდიაში არსებულ სათბურებს უკავშირდება და უნიკალურ ჯიშის მცენარეებს ეძებს. მათი ძირითადი მიმართულება სახლის დეკორატიული მცენარეებია, მაგრამ მომხმარებლისთვის გარე მცენარეების შეთავაზებაც შეუძლიათ. იშვიათი მცენარეები, ძირითადად, სახლისაა, ვინაიდან ჩვენს კლიმატზე არ არიან მორგებულნი და გარეთ ისინი, უბრალოდ, ვერ გაძლებენ. საუბარია ტროპიკულ, მაგალითად: აფრიკულ, სამხრეთ ამერიკულ და ტაილანდურ მცენარეებზე.
„კატლეიას“ ბევრი სხვადასხვა სერვისი აქვს, რომელიც მცენარეებს ეხება. გარდა იმისა, რომ მცენარეების მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში უზრუნველყოფენ, მომხმარებლებს მოვლის სერვისსაც სთავაზობენ. ინდივიდუალური დაკვეთების გარდა, „კატლეიას“ მიმართავენ კომპანიები, რომელთა მცენარეებსაც სპეციალისტები პერიოდულად უვლიან და ადგილზე სხვადასხვა დახმარებას უწევენ. ასევე, აქვთ მცენარეების დატოვების სერვისი, ე.წ. მცენარეების სასტუმრო. ამასთან, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მცენარეების გადარგვის, ასევე, მათი რეაბილიტაციის სერვისს. აკეთებენ ინტერიერის დიზაინსა და ვერტიკალურ გამწვანებასაც. გარდა ამისა, აქვთ მათ მიერ გაკეთებული ნიადაგი, რომელიც იდეალურადაა მორგებული დეკორატიულ მცენარეებზე.
NS