ავტორი:

"შეხვედრაზე განვიხილავთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საკითხს" - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

"შეხვედრაზე განვიხილავთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საკითხს" - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოში არსებულ სიტუაციაც იქნება.

"დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განვიხილავთ საქართველოში არსებულ სიტუაციას. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საკითხს. ასევე განვიხილავთ მთავრობის რეაგირებას მისთვის დახმარების აღმოჩენაზე“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მინისტერიალის დაწყებამდე.

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე ისაუბრებენ, ბელარუსისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საზღვარზე არსებულ მდგომარეობაზე და მინსკის წინააღდეგ სანქციების გაფართოებაზე.