ავტორი:

"ეს ამბავი დაიწყო ასე, ჩვენმა მეგობარმა იყიდა აქ სახლი, ჩვენ მოვედით სანახავად" - ლევან ხარაშვილი და თათა ფერაძე გვიზიარებენ ახალი ცხოვრების დეტალებს

"ეს ამბავი დაიწყო ასე, ჩვენმა მეგობარმა იყიდა აქ სახლი, ჩვენ მოვედით სანახავად" - ლევან ხარაშვილი და თათა ფერაძე გვიზიარებენ ახალი ცხოვრების დეტალებს

იდეა დეველოპმენტის მიმდინარე პროექტი - ,,ტიფლისი”, წარმოადგენს ახალ დასახლებას ლისის ტბიდან 2 კმ-ში. აქ იქმნება უსაფრთხო, მშვიდი და მყუდრო გარემო, სადაც თითოეულ ბინადარს შესაძლებლობა აქვს, იცხოვროს ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის დაშორებით და ამავდროულად დატკბეს ჯანსაღი ეკოსისტემით. პირველი ფაზის მშენებლობა დასრულებულია და ახლა კი აქტიურად მიმდინარეობს მეორე ფაზის მშენებლობა სადაც ერთიანდება 20 კერძო სახლი, ინდივიდუალური, კეთილმოწყობილი ეზოთი და ტერასით.

"ტიფლისის” პირველი ფაზის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ყველასთვის საყვარელი ექიმი ლევან ხარაშვილი და მისი ოჯახია. ისინი გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ახალი ცხოვრების დეტალებს.

- ლევან, რატომ გადაწყვიტეთ ქალაქის ცენტრიდან მოშორებით საცხოვრებლად გადასვლა?

გადავწყვიტეთ, რომ უამრავ საცობს, ბეტონის ჯუნგლებს და დაბინძურებულ ჰაერს მოვცილებოდით და გადავსულიყავით შედარებით უფრო ქალაქგარეთ. თავდაპირველად გვქონდა იდეა, მოვცილებოდით ქალაქის ცენტს, ყველა გადაწყვეტილება ჯერ იდეით იწყება და ვნახეთ იდეა დეველოპმენტის ეს პროექტი, რომელიც ძალიან მოგვეწონა.

- რატომ აირჩიეთ ,,ტიფლისი”-ს პროექტი?

ძალიან მომეწონა ის, რომ ჯგუფს ჰქონდა ხედვა, იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, კეთდებოდა ესეთი პატარა დასახლება, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან კომფორტული. გარდა იმისა, რომ ხარ ქალაქგარეთ და გაქვს შენი ინდივიდუალური ეზო, ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი სამეზობლო, და ვფიქრობ რომ მეზობლებშიც ძალიან გაგვიმართლა ძალიან მეგობრული და კარგი ხალხია.

ეს ამბავი დაიწყო ასე, ჩვენმა მეგობარმა იყიდა აქ სახლი, ჩვენ მოვედით სანახავად და უცბად გადავწყვიტეთ მე და ლევანმაც, რომ ეს გარემო იყო ის რასაც ვეძებდით, ვყოფილიყავით თან თბილისში, თან სუფთა ჰაერზე და მე მგონია, რომ ზუსტად ის ადგილი იყო რაც ჩვენ გვინდოდა, იმ წუთასვე, როცა ვნახეთ სახლი მივიღეთ გადაწყვეტილება.

ძალიან შორს ქალაქის ცენტრიდან ვერ წავიდოდით იმიტომ, რომ სამსახური მაქვს ისეთი, რომ შეიძლება ნებისმიერ წამს გამომიძახონ, გარდა ამისა ჩვენი შვილები სკოლის მოსწავლეები არიან, ამიტომ ავარჩიეთ ეს ადგილი, რომელიც პრინციპში ქალაქიდან ძალიან ახლოსაა, მუნიციპალური ტრანსპორტიც დადის და თან ხარ ქალაქგარეთ, სიმწვანეში, სუფთა ჰაერზე, სიმშვიდეში.

როგორ შეიცვალა თქვენი ყოველდღიურობა?

მთელი ცხოვრება ვცხოვრობდით ქალაქის ცენტრში, კორპუსში, ახლა მიწევს დილით ადგომა და ბუნებასთან შეხება, მაგალითად ეზოს მოვლა, ეს ჩემთვის ძალიან უცხო იყო და ძალიან ახალია, ვცდილობ გავერკვე მებაღეობაში.

რაც შეიცვალა ის არის, რომ აქ ვსუნთქავთ ჰაერს და არა გამონაბოლქვს.

ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ როცა აქ გადმოვედით, თავიდან გვქონდა ეჭვები როგორც გითხარით, როგორ შევეგუებოდით და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა რომ მოვდივარ სახლში მოსვლა მიხარია, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანს სახლში მოსვლა უნდა უხაროდეს.

სრული ინტერვიუს სანახავად იხილეთ ვიდეო:

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fideadevelopmentt%2Fvideos%2F894906424753370%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://ideadevelopment.ge

ან დაუკავშირდეთ ნომერზე: +995 598 22 99 22

R