ავტორი:

"დილიდან უნდა გამოეცხადებინათ, როგორ ესარგებლათ ასაქცევი გზებით ადამიანებს, ამის ნაცვლად ვნახეთ შსს-ს რეპრესიული განცხადება ლუკაშენკოს სტილში "- გიგი უგულავა

"დილიდან უნდა გამოეცხადებინათ, როგორ ესარგებლათ ასაქცევი გზებით ადამიანებს, ამის ნაცვლად ვნახეთ შსს-ს რეპრესიული განცხადება ლუკაშენკოს სტილში "- გიგი უგულავა

ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციაზე, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს კონსტიტუციით მივიდა.

როგორც აქციის დაწყებამდე უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციით ხელისუფლებას ახსენებს იმას, რომ ყველას აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

შესაბამისად, მისი თქმით, დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით “შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება არის კერძო დაცვის შპს განცხადება”.

“შსს ამბობს, რომ მე ივანიშვილს დავიცავ, გესვრი, დაგარბევ. ჩვენ აქ კონსტიტუციით მოვდივართ. პოლიციელები დღეს კანონს კი არ დაიცავენ, პოლიციელები დღეს კონსტიტუციას დაარღვევენ. მათი მოვალეობა არის წესრიგის დაცვა, მშვიდობიანი პროტესტის უზრუნველყოფა, რაც არ უნდა მწვავე იყოს. ასევე, უნდა გაეკეთებინათ დილიდან ისე, რომ ასაქცევი გზები გამოეცხადებინათ, როგორ ესარგებლათ ადამიანებს. ამის ნაცვლად ვნახეთ რეპრესიული განცხადება ლუკაშენკოს სტილში. ამიტომ მინდა შევახსენო მათ, რა წერია ქვეყნის კონსტიტუციაში: “ყველას, გარდა იმ პირისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალებში ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება”,- განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები.

“მოთხოვნებია: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა, რათა უსაფრთხოდ იყოს; რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; მთავრობის გადადგმომა, იმიტომ, რომ შეუძლებელია ნორმალური არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდეს ღარიბაშვილის მთავრობის პირობებში”, - განაცხადა გიგი უგულავამ.