ავტორი:

"არავის მივცემთ შესაძლებლობას მოახდინოს ქალაქის პარალიზება და კოლაფსი" - ვაჟა სირაძე

"არავის მივცემთ შესაძლებლობას მოახდინოს ქალაქის პარალიზება და კოლაფსი" - ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ აქციის პარალელურად პოლიციის მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"პოლიცია აქ არის იმისთვის, რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს ქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. შსს-მ გააკეთა განცხადება ამ ყველაფრის თაობაზე და ყველას განუმარტა "შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონი. ამასთან განუმარტა ისიც, თუ რა არის სამართალდარღვევა და რა არ არის. სწორედ ამისთვისაა აქ პოლიცია და პოლიცია სამართალდარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ, შესაბამის, მყისიერ ზომებს მიიღებს. არავის მივცემთ შესაძლებლობას მოახდინოს ქალაქის პარალიზება და კოლაფსი“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.