ავტორი:

"მოგმართავთ როგორც შვილი... ჩემი სახელით, ჩემი ძმის სახელით და დედაჩვენის სახელით, გთხოვთ..." - მიხეილ სააკაშვილის ვაჟი მიმართვას ავრცელებს

"მოგმართავთ როგორც შვილი... ჩემი სახელით, ჩემი ძმის სახელით და დედაჩვენის სახელით, გთხოვთ..." - მიხეილ სააკაშვილის ვაჟი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი, ედუარდ სააკაშვილი ვიდეომიმართვას აქვეყნებს და მამის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს:

"მე პოლიტიკისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ახლაც მოგმართავთ როგორც შვილი, შვილი, რომელიც ხედავს, რომ მამამისს ემუქრება საფრთხე. როდესაც მამაჩემი დააკავეს, მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ მას შეუქმნიდნენ სათანადო პირობებს, მოექცეოდნენ ღირსეულად და რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაუმუქრებოდა

მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ვნახეთ ის, რაც ვნახეთ, მე პირადად დავრჩი გაოგნებული, გაოგნებული ჯერ კლინიკაში არ გადაყვანით, შემდეგ უკვე ღირსების შელახვით და იმ საზარელი კადრებით, რომელიც ალბათ, წარუშლელად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.

მინდა, მივმართო ხელისუფლების მომხრეებს, მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი თავს ჰუმანისტად მიიჩნევს და ისიც მესმის, რომ გაქვთ ძალიან სერიოზული პრეტენზიები მამაჩემის მიმართ, გულწრფელად მინდა მოვიდეს დრო, როცა საზოგადოება ერთად, ობიექტურად, დაბალანსებულად შეაფასებს წარსულს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, გასცდა თუნდაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად. სახეზეა საუკეთესო შემთხვევაში, გულგრილობა, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი, განზრახ მკვლელობა.

ხელისუფლებას შეუძლია, რომ რამდენიმე მარტივი ნაბიჯით გადაჭრას არსებული პრობლემა და მოხსნას ის საფრთხეები, რომელიც მამაჩემის ჯანმრთელობას ემუქრება. იმედს ვიტოვებ, რომ მისი სიკვდილი არავის უნდა, ან აწყონს, ამიტომ, ჩემი სახელით, ჩემი ძმის სახელით და დედაჩვენის სახელით, გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში