ავტორი:

"ამ პოსტის გამო შეიძლება მაგრად მეჩხუბოს, ვერ იტანს დრამებს" - რას წერს ელენე ხოშტარიას შესახებ ნინო ორდენიძე

"ამ პოსტის გამო შეიძლება მაგრად მეჩხუბოს, ვერ იტანს დრამებს" - რას წერს ელენე ხოშტარიას შესახებ ნინო ორდენიძე

თბილისის საკრებულოს წევრი, ნინო ორდენიძე "ფეისბუქში" პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას შესახებ წერს:

"მე-13 დღეა შიმშილობს! რა დროსაც არ უნდა დაურეკო და მოიკითხო როგორ ცუდადაც არ უნდა იყოს, სულ გპასუხობს, რომ არის გადასარევად, მშვენივრად ძალიან კარგად! ეხლაც კი მისი შიმშილობის მე-13 დღეს, როცა ძალიან სუსტად არის და უკვე ფეხზე დადგომაც კი უჭირს, ღელავს ყველა იმ ადამიანზე ვინც მასზე ნერვიულობს.

ელენე განსხვავებული გოგოა, არავის არ გავს,ბევრი,ძალიან ბევრი განსაკუთრებული თვისებები აქვს, მაგრამ მე რაც ყველაზე მეტად მიყვარს ელენეში არის ელენეს გულწრფელობა,სამართლიანობა და თუ რამე დაისახა მიზნად და გადაწყვიტა, არასოდეს უკან არ იხევს და აზრი არ აქვს მასთან ამაზე საერთოდ ლაპარაკსაც კი, ამაზე ბევრიც გვიკამათია.

იმიტომაც გამისკდა გული როცა გავიგე მისი გადაწყვეტილება შიმშილობის დაწყების შესახებ! თან ვიცოდი მისი აზრი შიმშილობაზე,როგორი მტკიცე პოზიციაც ქონდა მას პროტესტის ამ ფორმაზე! მაგრამ გადაწყვიტა! გადაწყვიტა ადამიანის სიცოცხლის უფლების გამო! ეს ადამიანი მიშა კი არა, მისი მტერიც რომ ყოფილიყო იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა!

აი ესაა განსხვავება ელენესა და ბევრ სხვა ადამიანებს შორის! რადგან მან ეს გადაწყვიტა ესეიგი სხვა გამოსავალი ვერ ნახა და ასე ჩათვალა საჭიროდ! ეხლა უკვე აზრი აღარ აქვს მასთან ლაპარაკს შიმშილობის შეწყვეტის შესახებ, შანსი არაა უკან დაიხიოს! ვის მოსწონს მისი ეს გადაწყვეტილება და ვის არა, აღარც მაგას არ აქვს აზრი!

სამწუხაროდ, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ელენე ძვირფასია მოცემულობა ასეთია! ამ პოსტის გამო შეიძლება მაგრად მეჩხუბოს, ვერ იტანს დრამებს, არ უყვარს, როცა მასზე ბევრს ლაპარაკობენ, ტვ-ში როცა თავის თავს ხედავს, კივის გადართეთო. ვინც მას იცნობთ. ეს ყველაფერი იცით, მაგრამ ვინც არ იცნობს მინდოდა ეს გამეზიარებინა.

ამ ადამიანს აქვს ერთი მოთხოვნა და სანამ ის მოთხოვნა არ იქნება შესრულებული არ შეწყვეტს პროტესტს! ეხლა მინდა გავაფრთხილო ის ადამიანები ვისაც ეს ეკუთვნის, ელენეს რომ რამე დაემართოს, ამას თქვენ არავინ არ გაპატიებთ! არავინ! არ აგერიოთ შემთხვევით რაღაც რაღაცები ერთმანეთში!" -წერს ნინო ორდენიძე.