ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია. მაინც, შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია" - რას წერს კობა დავითაშვილის ვაჟი

"დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია. მაინც, შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია" - რას წერს კობა დავითაშვილის ვაჟი

კობა დავითაშვილი ვაჟი თორნიკე დავითაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ეხმაურება ექსპრეზიდენტის ციხეში ყოფნის საკითხს და წერს, რომ სურვილი აქვს მიხეილ სააკაშვილი ნეიტრალური მხრიდან გასამრთლდეს. მიხეილ სააკაშვილი თორნიკეს ნათლია. ცნობილია, რომ წარსულში მეგობარ პოლიტიკოსებს ნათელ-მირნობა აკავშირებდათ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი გზები სამუდამოდ გაიყარა.

თორნიკე დავითაშვილი:

"ჩემი საკმაოდ მარტივი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ:

1. დამნაშავე უნდა გასამართლდეს, მაგრამ...

2. უნდა გასამართლდეს სამართლიანად და კანონის ფარგლებში.

3. ხალხის საჭორაო ნამდვილად არაა შიმშილის დეფინიცა, მაგრამ...

4. ასევე მხოლოდ ექიმები უნდა აფასებდნენ, არის თუ არა ადამიანის სიტუაცია კრიტიკული. ციხე იმის ციხეა, რომ პირადი სურვილები მგონი შეზღუდული უნდა იყოს, არა? შესაბამისად, გაუგებარია რატომ ითხოვს საავადმყოფოში გადასვლას, თუ ამის საჭიროება არ დგას.

5. მინდა, რომ აუცილებლად ნეიტრალური მხარისგან გასამართლდეს. მოიწვიეთ საზღვარგარეთიდან მიუკერძოებელი მოსმართლეები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოვისუნთქოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება. თუ გააასამართლებენ, ხომ კარგი, თუ არადა, მე პირადად დავიღალე ამ ცირკით. რაც მნიშვნელოვანია, ის უკანა ფლანგზეა და ყველა იმას შევყურებთ, მიშა რას ჭამს თუ ბოდიში და რას ჯვ...

6. მე პირადად ყველაზე ირონიულად ვგრძნობ თავს ამ სიტუაციაში. დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია. მაინც, შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია, და მოდი გადავაგოროთ რა ეს უბედური თავი საქართველოს ისტორიაში. სჯობს, ქვეყნის აღმშენებლობით და გაძლიერებით დავკავდეთ, ვიდრე ჭორაობით.

კარგ საღამოს გისურვებთ!“ - წერს თორნიკე დავითაშვილი.

მოგვიანებით თორნიკეს მიმართვა, დეიდამ ხათუნა ბიწაძემ შეაფასა და წერს, რომ ნათლული ექსპრეზიდენტს მხოლოდ ორჯერ ჰყავს ნანახი.

ხათუნა ბიწაძე:

"მიშას ნათლულია, ორად ორჯერ ნახა ნათლიამისი, ნათლობისას ჩვილობაში და ბეშუმში. არც ერთი ახსოვს ცხადია, მაგრამ იცნობს კარგად! არ მინდა შურისძიებაო, ცუდად ვარ მაგრამ მაინც არაო, შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანაიო... არ დაიწყოს ახლა ვინმემ აქ სტოკჰოლმის სინდრომიო... მარტივად იმოქმედეთო..."

კობა დავითაშვილი 2020 წლის 2 დეკემბერს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. დავითაშვილი ათი დღის განმავლობაში ალადაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე გახლდათ. გარდაცვალების მიზეზი პოლიორგანული უკმარისობა გახდა. 2021 წლის 7 ნოემბერს, სიკვდილის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკოსი ღირსების მედლით დააჯილდოვა.