"#18 დაწესებულება არის სამკურნალო დაწესებულება და ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, რომ იქ შევიდნენ ამჟამად ის პირები, რომლებსაც არ აქვთ უფლება საქართველოს კანონმდებლობით შედიოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში"- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკვე ჰყავდა 200-ზე მეტი ვიზიტორი და ყველას, ვისაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს, რომ შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, ეძლევა მისი მონახულების შესაძლებლობა.
"სააკაშვილს ჰყავდა 200-ზე მეტი ვიზიტორი, აბსოლუტურად ყველა, ვისაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით უფლება, რომ შევიდეს ამ დაწესებულებაში, შედის ყველა. იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები, მათ შორის, გუშინ, ასევე იქ მუდმივ რეჟიმში შედის მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრები და ყველა ის პირი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. ჩვენ სხვა პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, განვუცხადეთ უარი. #18 დაწესებულება არის სამკურნალო დაწესებულება და, შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს იმისგან, რომ იქ შევიდნენ ამჟამად ის პირები, რომლებსაც არ აქვთ უფლება საქართველოს კანონმდებლობით, რომ შედიოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში,“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.