ავტორი:

"ეს არ იყო მხოლოდ მიშა სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულება,  ათრიეს ჩემი ქვეყანა და ამას გადმოსცემდა ყველა რუსული არხი" - მერაბ სეფაშვილი

"ეს არ იყო მხოლოდ მიშა სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულება,  ათრიეს ჩემი ქვეყანა და ამას გადმოსცემდა ყველა რუსული არხი" - მერაბ სეფაშვილი

"ეს კადრები საშინელი საყურებელი იყო და ეს არ იყო (მხოლოდ) მიშა სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულება და მოპყრობა. ათრიეს ჩემი ქვეყანა და ამას გადმოსცემდა ყველა რუსული არხი", - ამის შესახებ მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

"ცვლილებების დრო რომ არის, მე მგონი, ყველა დამეთანხმება. ეს კადრები საშინელი საყურებელი იყო და ეს არ იყო მიშა სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულება და მოპყრობა. ათრიეს ჩემი ქვეყანა და ამას გადმოსცემდა ყველა რუსული არხი.

ამან შემძრა, ადამიანის ასეთი მოპყრობა საშინელებაა, ვინც არ უნდა იყოს. ანახებენ მსოფლიოს და რუსეთს, რომ - "აგერ არის ჩვენი ჩიტი და უყურეთ, რასაც ვუშვრები."

არ მგონია ეს ნორმალური. ან ეს მუდმივი გაყოფა რა უბედურებაა, 30 წელია ამას ვუყურებთ. თუ რამე ხდება, ერი იყოფა ორად. ჩემი გაგებით, დიდი ნაწილი სხვა ქვეყანას ემსახურება. როგორ შეიძლება ერთ აზრზე არ ვიყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და პროგრესი გვინდა. ხალხი გამოთქვამს პროტესტს და თუ ხალხის აზრს არ გაითვალისწინებენ, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებს მთელი ქვეყანა.

ვფიქრობ, ეს დღეები გადამწყვეტი იქნება. ასეთი ურთიერთობა ერთმანეთში შეუძლებელია. ჩვენ ხომ გვინდა, ეს ქვეყანა დალაგდეს და დაწყნარდეს. მაშინ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა რუსეთის გუბერნიად ყოფნა. ჩვენ ვიტყვით, რომ არ გვინდა. უამრავი ახლობელი მყავს მათ პარტიაში, ვიცნობ, ვმეგობრობდით და პოლიტიკური გემოვნება არ უნდა იყოს ადამიანებს შორის ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი, მაგრამ როდესაც საუბარი ასეთია - რუსეთი თუ დასავლეთი, ვურჩევ, რომ თავის თავში ჩაიხედონ, თავის გულში. დარწრმუნებული ვარ, რაღაც დონეზე მაინც უყვართ ქვეყანა, რაც არ უნდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ დასრულდება", - ამბობს მერაბ სეფაშვილი.