ავტორი:

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება

საქართველოში 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში 945,0 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა. როგორც „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა“ „ბიზნესპრესსნიუსს“ აცნობა, ზრდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 34,5 ათასი ანუ 3,8% იყო. 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 910,5 ათასი ტონა იყო. იანვარ-ოქტომბერში საერთო იმპორტიდან 490,2 ათასი ტონა იყო ბენზინი, ხოლო 454,7 ტონა - დიზელი.

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თურქმენეთიდან საწვავის იმპორტს არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები ახორციელებენ და მისი დიდი წილი რეგულარის ტიპის საწვავია. აზერბაიჯანიდან საქართველოში მხოლოდ დიზელი ევრო4-ის ტიპის საწვავის იმპორტს „სოკარი“ ახორციელებს. რაც შეეხება სხვა მსხვილ იმპორტიორ ქვეყნებს, მათგან ბენზინის იმპორტს ძირითადად შემდეგი კომპანიები ახორციელებენ:

  • „ვისოლი“ - საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი
  • „რომპეტროლი“ - რუმინეთი
  • „სოკარი“ - ბულგარეთი, რუმინეთი
  • „ლუკოილი“ - ბულგარეთი, რუსეთი
  • „გალფი“ - რუსეთი, ბულგარეთი

საერთო ჯამში მიმდინარე წელს საქართველოში საწვავის იმპორტი 12 ქვეყნიდან განხორციელდა. იმპორტის მონაცემები იმპორტიორი ქვეყნების მიხედვით 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში შემდეგნაირია.

ბენზინის იმპორტი მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში იყო 44,8 ათასი ტონა. რაც ნაკლები იყო როგორც წინა თვის, სექტემბრის, ისე გასული წლის ანალოგიური თვის, 2020 წლის ოქტომბრის მაჩვენებელთან. კლება მიმდინარე წლის სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (64,1 ათასი ტონა) შედარებით დაფიქსირდა 19,3 ათასი ტონა ანუ 30,1%. კლება გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (64,3 ათასი ტონა) შედარებით კი იყო 19,5 ათასი ტონა ანუ 30,2%.

რაც შეეხება საწვავის იმპორტის მონაცემებს ბენზინის კატეგორიების მიხედვით, ის 2021 წლის ოქტომბერში ასე გამოიყურება:

  • A-91 (რეგულარი)- 28,1 ათასი ტონა ანუ 62,7%;
  • A-95 (პრემიუმი) - 15,4 ათასი ტონა ანუ 34,4%;
  • A-98 (სუპერი) - 1,3 ათასი ტონა ანუ 2,9%.

გასული თვის მაჩვენებლებთან შედარებით კლება დაფიქსირდა ოქტომბრის თვის დიზელის იმპორტის მონაცემებშიც. 2021 წლის ოქტომბერში 45,6 ათასი ტონა დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (46,7 ათასი ტონა) შედარებით 1,1 ათასი ტონით ანუ 2,4%-ით ნაკლები იყო. თუმცა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (38,7 ათასი ტონა) შედარებით 6,9 ათასი ტონით ანუ 17,8%-ით მეტი იყო.