ავტორი:

"შემაძრწუნებელია, როდესაც ყოველ დღე ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება" - გერმანიის ელჩი კოვიდით გარდაცვლილთა მაჩვენებელზე

"შემაძრწუნებელია, როდესაც ყოველ დღე ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება" - გერმანიის ელჩი კოვიდით გარდაცვლილთა მაჩვენებელზე

"შემაძრწუნებელია, როდესაც ყოველ დღე ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება" - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში, პანდემიის მართვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ელჩის განცხადებით, გერმანიას მზად ჰქონდა ვაქცინა საქართველოში ჩამოსატანად, თუმცა ამის საჭიროება აღარ დადგა, რადგან ქვეყანაში ბევრმა ადამიანმა თქვა უარი მის გაკეთებაზე.

"შემაძრწუნებელია, როდესაც ყოველ დღე - ნება მომეცით დრამატული მეტაფორა გამოვიყენო - ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება. ძალიან ბევრი ადამიანი არ აიცრა სხვადასხვა მიზეზის გამო. ჩვენ მზად გვქონდა ვაქცინა საქართველოში ჩამოსატანად, თუმცა ამის საჭიროება აღარ დადგა. ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ შემოიღეს სხვადასხვა სახის "ლოკდაუნი“. ერთი რამ ცხადია: არ შეიძლება კოვიდი ხანგრძლივ მდგომარეობად იქცეს - არც საქართველოში და არც სადმე სხვაგან,“- განაცხადა ელჩმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.