ავტორი:

ათასობით ადამიანი ყინვაში და ცხოვრებისთვის გაუსაძლის პირობებში - რა ხდება პოლონეთ - ბელარუსის საზღვართან (ფოტოები)

ათასობით ადამიანი ყინვაში და ცხოვრებისთვის გაუსაძლის პირობებში - რა ხდება პოლონეთ - ბელარუსის საზღვართან (ფოტოები)

ბელარუსისა და პოლონეთის საზღვართან ე.წ. მიგრანტების კრიზისი კვლავ გადაუჭრელია. ათასობით მიგრანტი, რომელთა უმეტესობა ახლო აღმოსავლეთიდან, ან აზიიდანაა, ბალარუსის მხრიდან, კუზნიცას საზღვრის გადაკვეთას და პოლონეთში შესვლას ცდილობს. ისინი იმედოვნებენ, რომ პოლონეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებში შეაღწევენ.

საქველმოქმედო ორგანიზაციების ცნობით, მიგრანტები არიან ურთულეს პირობებში, გაუსაძლის ყინვაში, აქვთ საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი. ჰუმანიტარული ჯგუფების ნაწილი ადანაშაულებს პოლონეთის მთავრობას თავშესაფრის საერთაშორისო უფლების დარღვევაში.

ევროკავშირი, აშშ-ი და ნატო ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს საზღვარზე მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურად შექმნაში სდებს ბრალს.რაც ლუკაშენკოს მხრიდან ერთგვარი პასუხია დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე.

სანამ პოლიტიკოსები ათასობით ადამიანის ბედზე და კრიზისის მოგვარების გზებზე მსჯელობენ, მანამდე მიგრანტებს ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება. დაათვალიერეთ ფოტოები, რომლებზეც პოლონეთის საზღვართან არსებული ვითარებაა აღბეჭდილი.

წყარო