ავტორი:

კიმ ჩენ ინის ამბიციური გეგმა - რამდენიმე კვირით გამქრალი დიქტატორი,  რომელიც ავად ეგონათ,  ახალი შემართებით, "მზის წმინდა ადგილას" გამოჩნდა

კიმ ჩენ ინის ამბიციური გეგმა - რამდენიმე კვირით გამქრალი დიქტატორი,  რომელიც ავად ეგონათ,  ახალი შემართებით, "მზის წმინდა ადგილას" გამოჩნდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი 12 ოქტომბრის შემდეგ საზოგადოების თვალსაწიერიდან გაქრა და დღეს ის კამერების წინ პირველად გამოჩნდა. ყოველივემ ტრადიციულად, გააჩინა ეჭვები მისი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.

სამხრეთ კორეის დაზვერვის სააგენტოების მიერ ოქტომბერში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს. საპირისპიროს ამტკიცებს ვაშინგტონი - ვაშინგტონში დაფუძნებული სადამკვირვებლო საიტის, NK News-ის მიხედვით, სატელიტმა აჩვენა, რომ კიმ ჩენ ინის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სახლსა და ფხენიანის ტბის პირას მდებარე სასახლეში, რომლებსაც დიქტატორი ავადმყოფობის პერიოდში სტუმრობს ხოლმე, ბოლო კვირებში ხშირი მიმოსვლა დაფიქსირდა.

  • სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კიმ ჩენ ინი 16 ნოემბერს საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. ის ჩინეთის საზღვართან მდებარე ქალაქ სამჯიონს ეწვია, რომელსაც თავად "მზის წმინდა ადგილს“ უწოდებს .

ეს ქალაქი პექტუს მთის ძირში მდებარეობს. კიმ ჩენ ინი მახლობლად მდებარე წმინდა მთაზე იმყოფებოდა, რომელიც მისი ოჯახისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილია. ისტორიის თანახმად, პექტუ არის მთა, სადაც კიმ ჩენ ინის მამა, კიმ ჩენ ირი დაიბადა. გარდა ამისა, ის იყო დიქტატორის ბაბუის, ჩრდილოეთ კორეის დამაარსებლის, კიმ ირ სუნგის სამხედრო ბაზა. კორეული ფოლკლორის მიხედვით კი პირველი კორეული სამეფოს დამაარსებელი დანგუნი, 4000 წლის წინ სწორედ აქ დაიბადა.

კიმ ჩენ ინი პექტუს მთაზე ვიზიტისას. 2019 წ

კიმ ჩენ ინმა შეაქო ქალაქის რეაბილიტაციაზე მომუშავე ადამიანები და თქვა,რომ ის 4 წელი ,რაც სამჯიონის მშენებლობას მოხმარდა უჩვენებს ჩრდილოეთ კორეელი ხალხის ერთსულოვნებას და „რკინის ნებას“, რომ თავისი გზებით მიაღწიონ კეთილდღეობას.
კიმ ჩენ ინმა შეაქო ქალაქის რეაბილიტაციაზე მომუშავე ადამიანები და თქვა, რომ ის 4 წელი, რაც სამჯიონის მშენებლობას მოხმარდა, უჩვენებს ჩრდილოეთ კორეელი ხალხის ერთსულოვნებას და "რკინის ნებას“, რომ მიაღწიონ კეთილდღეობას.

როგორც "ინდეფენდენთი" წერს, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელები გეგმავენ სამჯიონის ქალაქის ჩრდილოეთ ალპური რეგიონი გარდაქმნან, შექმნან "სოციალისტური უტოპია" და სურთ, ქალაქი გახდეს რეგიონში ეკონომიკის კერა.

განახლებულ ქალაქს ექნება ახალი საცხოვრებლები, სასტუმროები, სათხილამურო კურორტი, სამედიცინო დაწესებულებები, კომერციული და კულტურული ცენტრები.

სამჯიონის "კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად“ გადაქცევა დიდი ხანია დაწყებულია და უფრო მეტიც, მშენებლობები 2020 წლის ოქტომბერში, მმართველი პარტიის დაარსებიდან 75 წლის თავზე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებლობა პანდემიის და კიმ ჩენ ინის ატომური იარაღის პროგრამის სანქციების გამო შენელდა. ახალი ინფორმაციით, ქალაქში მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

წყარო

მოამზადა: ანა სიბოშვილმა