ავტორი:

ხათუნა სამნიძემ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს ედუარდ სააკაშვილის მიმართვის ჩანაწერი მოასმენინა

ხათუნა სამნიძემ პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს ედუარდ სააკაშვილის მიმართვის ჩანაწერი მოასმენინა

პარლამენტის წევრმა, ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მიკროფონით მოასმენინა მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის მიმართვის ჩანაწერი, სადაც ის ხელისუფლებას სთხოვს, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

სამნიძის თქმით, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ კრიზისი განიმუხტოს.

"ქვეყანაში რაც ხდება, კრიზისი, ერთმანეთს რომ აღარ ვუსმენთ, დიალოგი რომ არავის აღარ წარმოუდგენია, ეს, პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. როგორც ახალგაზრდა ადამიანისგან მოისმინეთ, სულ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო, მაგრამ ეს ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომელიც მესამე ვადითაა, რათა კრიზისი განიმუხტოს. დღევანდელი განცხადებები და ნაბიჯები ამას არ ემსახურება და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება, რომ ვითარება დაიძაბოს“,- განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მიმართავს თხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.

"სახეზეა საუკეთესო შემთხვევაში გულგრილობა, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი განზრახ მკვლელობა - ჩემი სახელით, ჩემი ძმის სახელით და დედაჩვენის სახელით გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში“,- აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.