ავტორი:

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოგწონთ როდესაც "იქითა ტელევიზიები“ რაღაცას აჩვენებენ და გეუბნებიან, მერე თქვენ "აქეთა ტელევიზიებში“ პასუხობთ“ - ალეკო ელისაშვილი უმრავლესობას

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოგწონთ როდესაც "იქითა ტელევიზიები“ რაღაცას აჩვენებენ და გეუბნებიან, მერე თქვენ "აქეთა ტელევიზიებში“ პასუხობთ“ - ალეკო ელისაშვილი უმრავლესობას

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ უბრალოდ მოგწონთ ეს დღის წესრიგი, როცა "იქითა ტელევიზიები“ რაღაცას აჩვენებენ და თქვენ "აქეთა ტელევიზიებში“ პასუხობთ" - ასე მიმართა "მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს.

მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ის დიდი ადამიანური უპირატესობა, რაც გამოიხატებოდა, მათ შორის, პატიმრებისადმი ადამიანურ მოპყრობაში, მიხეილ სააკაშვილის გლდანის საპატიმროში გადაყვანის ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნების შემდეგ დაკარგა.

"ძალიან დიდი უპირატესობა გქონდათ "ქართულ ოცნებას“. ნეპოტიზმი, კორუფცია - ამას გსაყვედურობდნენ, გსაყვედურობთ, მაგრამ ადამიანებს ექცეოდით ადამიანურად და მით უფრო, ციხეში. მთელს ქვეყანაში რომ ადამიანური გარემო იყოს და არა მარტო ციხეში, იქნებოდა უკეთესი, მაგრამ იმ კადრების გავრცელება იყო უღირსობა და ის უპირატესობა, რაც ჰქონდა, ადამიანური დიდი უპირატესობა, თქვენ დაკარგეთ, სამწუხაროდ. არ ვიცი ამას გრძნობთ, ვერ გრძნობთ. პოლიტიკას ხომ ორი განზომილება აქვს, ადამიანური და პრაგმატული, პრაგმატულადაც დაზიანდით, სახელმწიფო დააზიანეთ და ადამიანურადაც იყო დამაზიანებელი. უღირსობა ვნახეთ, მეტი არაფერი. თან პარალელურად ვკითხულობდი და მესმოდა: "სხვა რეალობას შევქმნით, სხვა დღის წესრიგს შევქმნით“ - ბოლოს და ბოლოს ადამიანებზე ზრუნვას დავიწყებთ - მე ასე ვკითხულობდი და ვთარგმნიდი ჩემთვის ამ სიტყვებს და რა გიშლით ხელს ? 4 ლარია თითქმის ბენზინი, ყველაზე უგემური პური რომაა დაჭრილი, გაორმაგდა იმის ფასი, პენსიონერები ბოლო "კაპიკებს“ ტოვებენ ნისიების დასაფარად მაღაზიებში და მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ, ტკივილს ითმენენ, ისეთ დღეში არიან. მიხედეთ ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანას! როდემდე უნდა გვაცხოვროთ ამ ქვეყანაში? შთაბეჭდილება მრჩება, რომ უბრალოდ მოგწონთ ეს დღის წესრიგი, როცა "იქითა ტელევიზიები“ რაღაცას აჩვენებენ და გეუბნებიან, მერე თქვენ "აქეთა ტელევიზიებში“ პასუხობთ,“- მიმართა ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის წევრებს.