ავტორი:

"პოლონეთის პოლიციამ პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა" - რას წერს BBC

"პოლონეთის პოლიციამ პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა" - რას წერს BBC

"მიგრანტები ბელარუსიდან პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრას შეეცადნენ და პოლონელმა სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს" - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიგრანტების ნაწილმა პოლონელ ჯარისკაცებსა და პოლიციელებს ქვები დაუშინეს, რაზედაც პოლონურმა ძალებმა ადეკვატური რეაგირება მოახდინეს.

"მიგრანტები ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებს ქვებით თავს დაესხნენ. ისინი სასაზღვრო ბარიერის განადგურებასა და პოლონეთის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ. ჩვენმა სამსახურებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მიგრანტების აგრესიის ჩასახშობად", - აცხადებენ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში.

პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან ათასობით მიგრანტია თავმოყრილი და ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლას ცდილობს. ევროკავშირი ბელარუსს არალეგალი მიგრანტების წახალისებაში ადანაშაულებს, რითაც ბლოკის მტკიცებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს ევროკავშირს სამაგიერო გადაუხადოს იმ სანქციებისთვის, რომელიც მინსკს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დააკისრეს.