ავტორი:

ქართველი ჯარისკაცი საქართველოს ქართული ავტომატით დაიცავს - ქვეყანაში ავტომატური კარაბინის GI-4 -ის სერიული წარმოება იწყება

ქართველი ჯარისკაცი საქართველოს ქართული ავტომატით დაიცავს - ქვეყანაში ავტომატური კარაბინის GI-4 -ის სერიული წარმოება იწყება

"დელტა" იწყებს საქართველო-ისრაელის ერთობლივი ავტომატური კარაბინის GI-4 (5.56)-ის სერიულ წარმოებას...

GI-4 (5.56) იშიფრება, როგორც 5,56 მმ კალიბრის Georgia-Israel-ის ერთობლივი წარმოების M4 ტიპის ავტომატური კარაბინის მოდიფიცირებული ვარიანტი. ამ ერთ წინადადებაში ჩატეულია ის დიდი სამუშაო, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა "დელტამ" და ისრაელის მხარემ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გასწიეს და შექმნეს ერთობლივი ქართულ-ებრაული საწარმო "დელტა სი-ეი-ეი", რომელმაც თბილისში ამ ავტომატის სერიული წარმოება უნ -0:12 და დაიწყოს, რათა მთლიანად გადაიარაღოს საქართველოს თავდაცვის ძალები და სხვა ძალოვანი სტრუქტურები.

გეგმები მართლაც დიდია და განხორციელებადიც, თუ, რა თქმა უნდა, ამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სერიული წარმოება შეფერხების გარეშე გაგრძელდება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უკვე იყო მაგალითები, როდესაც ხან გერმანული პისტოლეტების, ხანაც ამერიკული ავტომატური კარაბინების სერიულ წარმოებას ვიწყებდით, მალე კი ეს პროცესი სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო იყინებოდა. ამჯერად, იმედია, GI-4-ის სერიულ წარმოებას არაფერი დაემუქრება და "დელტაში" აწყობილი ეს ავტომატები მალევე მოხვდება ქართველი სამხედროების საშტატო შეიარაღებაში.

ქართული არმია აგვისტოს ომის შემდეგ თანდათანობით გადავიდა M4 ტიპის ავტომატურ კარაბინებზე და ამ იარაღს ქართველი ჯარისკაცი ძალიან კარგად იცნობს, ამიტომ თბილისში აწყობილი ანალოგის საბრძოლო ათვისება არ უნდა გაუჭირდეს. გააგრძელეთ კითხვა