შარლ მიშელი სომხეთისა და ზერბაიჯანის ლიდერებს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდებსევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქცის დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
"დღევანდელი მოვლენების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართული დისკუსიის შედეგად, მხარეებს მოვუწოდებ სასწრაფო დეესკალაციისკენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ. რეგიონში სიტუაცია რთულია, დაძაბულობის დასაძლევად ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს იმუშაოს პარტნიორებთან სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის", – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.