ავტორი:

"ბევრი რამ არ მჯერა - თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი" - ვახტანგ მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე

"ბევრი რამ არ მჯერა - თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი" - ვახტანგ მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე

თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი - 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, 84 ადამიანზე უფრო მეტად ვნერვიულობ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, არ სჯერა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის. როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, ბევრი რამ შეუსაბამოა.

"ადამიანი 47 დღეა შიმშილობს. ჩვენს თვალწინ ჩვენი კოლეგა პარლამენტში შიმშილობს, რომ ვუყურებ, გეშინია უფრო ცუდად არ გამოიყურებოდეს, რაღაც არ დაემართოს. აქ რომ 3-ჯერ მეტი ხანია შიმშილობს, არაფერი განსაკუთრებული ამ პერიოდში არ მომხდარა და მთელი ეს დრო იძახდნენ, რომ დღეს თუ არა ხვალ, შეიძლება კატასტროფული შედეგი მოხდეს. ბევრი რამ არ მჯერა, ბევრი რამ შეუსაბამოა.

თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი. მაჩვენე რამდენ კალორიას იღებს, მისი ანალიზები და ნიკა გვარამიას პროპაგანდით კი არ გადავწყვეტ, ჩემით გადავწყვეტ. 80 ადამიანი გვიკვდება ყოველ დღე კოვიდით, 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, 84 ადამიანზე უფრო მეტად ვნერვიულობ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.