ავტორი:

"თუ აშშ "ბუსტერ დოზებს“ ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის, შესაძლებელია ქვეყანამ ვირუსის გაკონტროლება 2022 წლის გაზაფხულისთვის შეძლოს“ - ენტონი ფაუჩი

"თუ აშშ "ბუსტერ დოზებს“ ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის, შესაძლებელია ქვეყანამ ვირუსის გაკონტროლება 2022 წლის გაზაფხულისთვის შეძლოს“ - ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ თუკი ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლები გაიზრდება, კორონავირუსი მომავალ წელს, შესაძლოა, ენდემურ დაავადებად გადაიქცეს.

მისი განმარტებით ამ წერტილამდე მისაღწევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვაქცინების ე.წ. „ბუსტერ“ დოზების გამოყენება.

”ჩემი არით, თუ გვსურს, რომ კორონავირუსი ენდემური გახდეს, უნდა მივიღოთ ინფიცირების იმდენად დაბალი დონე, რომ მას არ ჰქონდეს გავლენა საზოგადოებაზე, თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს ეკონომიკაზე. ადამიანები მაინც დაინფიცირდებიან და საავადმყოფოებშიც მოხვდებიან, მაგრამ დაინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის დონე იმდენად დაბალი იქნება, რომ ჩვენ ამაზე მუდმივად ფიქრი არ მოგვიწევს და ჩვენს საქმიანობაზეც გავლენას არ მოახდენს ”, - აღნიშნა ფაუჩიმ.

მისივე თქმით, თუ „შეერთებული შტატები „ბუსტერ დოზებს“ ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის, შესაძლებელია ქვეყანამ ვირუსის გაკონტროლება 2022 წლის გაზაფხულისთვის შეძლოს.“

შეგახსენებთ, აშშ-ში „ბუსტერ“ დოზით აცრა ამჟამად ხელმისაწვდომია ვაქცინაციის დასრულებიდან მინიმუმ ექვსი თვის შემდეგ იმუნოდეფიციტის მქონე, 65 წელზე უფროსი ასაკის და იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც დაავადების მძიმე ფორმის განვითარების რისკის ქვეშ არიან.

ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ კოვიდ-19-ის მთლიანად აღმოფხვრა ვერ მოხდება და ის, სავარაუდოდ, ენდემური დაავადება გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობაში ყოველთვის იქნება გარკვეული ხარისხით, მაგალითად გრიპის ან ჩუტყვავილას მსგავსად.